იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ქართველ სამართალდამცველებს ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. თოდუას მტკიცებით, სუსლიაკს ციხეში აიძულებდნენ, რომ მას საპროცესო შეთანხმება ადვოკატის გარეშე გაეფორმებინა.
სუსლიაკის უფლებადამცველი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქევშ მყოფის დაკავებიდან სამი თვის განმავლბაში პროკურატურამ მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.
„შემიძლია ორიოდე სიტყვით გითხრათ ის, რის შესახებაც აპირებდა ის საუბარს, გახლავთ მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაყოლიება იმაზე, რომ მას ეღიარებინა დანაშაული. ასევე, რომ თუ არ აღიარებდა დანაშაულს და არ დაიწყებდა თანამშრომლობას, პროკურატურასთან პრობლემები შეექმნებოდა. როდესაც დააპატიმრეს სუსლიაკი, იმ დღიდან სამი თვის განმავლობაში ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიმართ შერაცხული ბრალი. ეს არის პირდაპირ ამ მუხლის კვალიფიკაცია. იმისათვის, რომ ეს არ დადგეს, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის, უკრაინაშიც ჩამსვლელები და ამ საქმის დამლაგებლები,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ თოდუა ასევე, ქუთაისის საავადმყოფოებში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, სადაც მისი თქმით, სუსლიაკის ბავშვებზე მედპერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობაა ასახული.
იულია სუსლიაკი ახლა აზერბაიჯანში იმყოფება. 19 ივლისს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფდლების შემდეგ ის საქართველოდან გაემგზავრა, უკრაინის მოქალაქეს ახლა კი ქართველი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.