17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მუხლით დააჯარიმეს

კანონდარღვევით დაჯარიმებული აქციის მონაწილეები - ანტისაოკუპაციო დემონსტრანტები, რომლებიც გავრილოვის ღამეს შეკვეთილში დარბეული აქციის შემდეგ, ჩაქვის მაგისტრალზე აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენჯერმე მათ 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ჯარიმის საფუძვლად ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი დასახელდა, რომელიც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

საუბარია ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე. დემონსტრანტები, რომლებიც დღეს უკვე რუსთაველის გამზირზე დგანან - ამბობენ, რომ პირად საუბრებში ზედამხედველობის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ დავალება დაჯარიმების შესახებ მათ "ზევიდან" აქვთ მიღებული.

„ძველი კანონითაც პირველი დაჯარიმება უნდა ყოფილიყო 50 ლარის ოდენობის, მაგრამ გამოგვიწერეს 500 ლარი. იგივე მოვიდა მეორე დღის ჯარიმაში. როგორც ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, ეს არის ზემდგომი პირების დავალება, რომელსაც ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან,“-ამბობს აქციის მონაწილე მზია ქედელიძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ზედამხედველობის სამსახურს ყოველ ჯერზე უხსნიან, რომ 150-ე მუხლის პირველი პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო ომბუდსმენის აპარატმა.

დღის ამბები