ვითარება დავით გარეჯში - ეკა ბესელია დახურული საკომიტეტო მოსმენის დაგეგმვას ითხოვს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიმართ გაგზავნილ წერილში ნათქვამია"
"საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ აუცილებელია პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ჩართვა საკონტროლო ფუნქციის განხორციელების მიზნით..“
კანონმდებლები თვლიან, რომ საკომიტეტო დახურული მოსმენა უახლოეს დღეებში უნდა დაიგეგმოს.
„გასაგებია, რომ ღია სხდომაზე შეუძლებელია ყველა საკითხზე საუბარი, ამიტომ შევთავაზეთ, იყოს დახურული სხდომა, კომისიის წევრებმა გვითხრან რას აკეთებს ეს კომისია, რა შედეგი აქვთ, რა მანდატი აქვთ. თუ ამაზე უარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ არის ინტერესი პარლამენტის მხრიდან ასეთ საკითხებზე გვქონდეს ინფორმაცია და ხედვა, ან ვერ ხედავს ასეთ საკითხზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმას და ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი ყველასთვის,“-ამბობს ბესელია.