17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გენერალური პროკურორი მოსამართლეობის კანდიდატად - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, აპოლიტიკურობაზე კითხვები აქვთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში გენერალურ პროკურორთან გასაუბრება იწყება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შორის ერთ-ერთი, გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძეა. არ არის გამორიცხული სხდომა ხმაურიანად წარიმართოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში, რას მიიჩნევს თადუმაძე მისთვის მთავარ წარმატებად.

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, თადუმაძეს აპლიკაციაში რეკომენდატორად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე ჰყავს მითითებული. მესამე რეკომენდატორი კი მინისტრი მაია ცქიტიშვილია.

„ჩემი კითხვა სწორედ ამას უკავშირდება, რამდნად შეიძლება იყოს აპოლიტიკური მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას უწევს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ასევე პარლამენტის ორი წევრი,“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი ამბობს, რომ რეკომენდატორთა დანიშნულება საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

„კანდიდატები მიუთითებენ რეკომენდატორად იმ ადამიანებს, ვინც კარგად იცნობენ კანდიდატს და შეუძლიათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ. გასაუბრებაზე შესაბამისი შეკითხვები დაისმება კანდიდატთან, ეს ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იმსჯელოს კონკრეტულ კანდიდატზე,“-აცხადებს გვრიტშვილი

თადუმაძის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღესვე გაესაუბრებიან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

დღის ამბები