ამერიკელ წყვილს საქორწინო წვეულებაზე მოულოდნელი სტუმარი ეწვია. იმ დროს როდესაც ნეფე-დედოფალი ფოტოს იღებდა, დარბაზში დონალდ ტრამპი შევიდა. პრეზიდენტმა წყვილს პირადად მიულოცა და წვეულება მალევე დატოვა.
დონალდ ტრამპის სტუმრობის ამსახველი ვიდეო-მასალა ნეფის ძმამ ტელეფონით გადაიღო. ლუი კაპონე აცხადებს, რომ ქორწილის დროს შენობის გარეთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შენიშნეს, მაგრამ პრეზიდენტის გამოჩენა დარბაზში მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.