17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"მინდა, დავიწყო ბოდიშით"... დარბაზს ადრე პროტესტის ნიშნად ვტოვებდი, ახლა სიყვარულით დავტოვებ - ლევან ხაბეიშვილის პროტესტი

"მინდა, დავიწყო ბოდიშით" - საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის პროტესტი მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისა და  20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა მანამდე თქვა, რომ ქვეყანა ჩრდილო კორეის გზას ადგას. მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ ის სურს, რომ კრიტიკა არ მოისმინოს. 

"52 საკითხი, რომელსაც გავეცანი, ყველა ერთი მეორეზე უკეთესია. რასაც მე ვკითხულობ, დღეს, პირველად მინდა, ვთქვა ამ დარბაზში, რომ ყველა საკითხი, რომელიც წამოჭერით, არის თბილისელებზე ორიენტირებული. ამ ყველა საკითხს ეტყობა, რომ არის ნამუშევარი, ნაშრომი", - განაცხადა ხაბეიშვილმა საკუთარ გამოსვლაში, რომელიც ერთგვარ პერფორმანსს წარმოადგენდა.

მან ირონოულადვე მოიხადა ბოდიში იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა, როცა მათი გაჭირვების შესახებ საუბრობდა.

"ჩემო კოლეგებო, ერთი თქვენი თანაპარტიელიც არის, მან იცის ასე თქმა "მინდა, დავიწყო ბოდიშით". მეც მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეგვყავდა შეცდომაში, რომ თქვენ, მერიის თანამშრომლები კორუფციაში იყვნენ გასულები. რა სისულელეა, არანაირი კორუფცია ქვეყანაში არ არის. ასევე მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეტყუებინა ხალხი და მეთქვა, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, არადა უბრალოდ გამოაღებენ მაცივარს და ყველაფერი არის კარგად. არადა ხაბეიშვილი დგას და იტყუება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რაც კალაძე გახდა დედაქალაქის მერი, ქვეყანაში ხომ კარგის მეტი არაფერი ხდება. ამის შემდეგ არის სერიოზული აღმშენებლობა და ამის დანახვა როგორ არ შეიძლება. მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე აქ ნერვებს გიშლით, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ თბილისში არც ეკონომიური პრობლემები აღარ არის, არც სოციალური პრობლემა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

განსაკუთრებულად ირონიული მისი გამოსვლის ბოლო ნაწილი იყო, სადაც ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის წევრებს უთხრა, რომ ის ამჯერად დარბაზს სიყვარულის გამო დატოვებს, რათა მმართველ გუნდის წევრებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების დაგეგმვაში ხელი არ შეეშალოთ. 

"ჩვენ ხომ ვიცით ხოლმე, რომ პროტესტი ნიშნად ვტოვებთ ხოლმე დარბაზს. პირიქით, მე სიყვარულის გამო და იმის გამო დავტოვებ, ხელი რომ არ შეგიშალოთ, სწორედ ამის გამო დავტოვებ დარბაზს და არ შეგიშლით ხელს, რომ ძალიან ბევრი იმუშაოთ თბილისელების კეთილდღეობისთვის. აი, ეს არის ის საქართველოს, რომელიც თქვენც მოგეწონებათ და ბიძინა ივანიშვილსაც", - განაცხადა ხაბეიშვილმა. მოგვიანებით კი მან განმარტა, რომ მისი ეს ირონიული გამოსვლა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა, მას სურდა, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა ქვეყანა დამოუკიდებელი მედიის, კრიტიკისა და კრიტიკული ოპოზიციის გარეშე. 

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ ოპოზიციამ მორიგი შოუ დადგა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში დაძაბულობა და ქაოსი შექმნას. 

"აქ ტურისტები კი არ შემოდიოდნენ, მათ შორის, რუსი ტურისტები, რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ...მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელსაც მმართველი პარტია უშვებს საზოგადოებამ არ გაიკარა არ ენდო, ამის მაგალითი იყო ზუგდიდისა და მთაწმინდის არჩევნები," - თქვა ზარქუამ.  

 

დღის ამბები