საკრებულოს სხდომას პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ. ლევან გოგიჩაიშვილმა მზიურის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა.
მან მოუწოდა საკრებულოს უმრავლესობას, „ანაგის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა დღევანდელ სხდომაზე არ განხილულიყო, გადაედოთ და შეესწავლათ საფუძვლიანად, რომ არ მომხდარიყო რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა.
„თავი დავანებოთ რაგბის კავშირის და ანაგის ურთიერთობას და თავი დავანებოთ იმას, რომ 42 დღე არის, ველოდებით შეხვედრას ქალაქის მერთან მაჟორიტარები.
ვფიქრობ, უხერხულობას წარმოადგენს. ეს საკითხი საჭიროებს პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა არის ის, რომ 18 სართულიდან 14-ზე კი არ ჩამოვიდეთ, არამედ დავუბრუნდეთ საკითხს და ვხედავ რესურსს, რომ ის სტატუსკვო აღდგეს.
არაფერ განსაკუთრებულ ზარალს სახელმწიფო არ ნახავს. სახელმწიფოს უღირს იმ პირგასამტეხლოს გადახდა, რაც რაგბის კავშირმა გააფორმა. ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესი უფრო მეტი არის, ვიდრე ორ კერძო პირს შორის დადებული გარიგება,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილის ეს მოთხოვნა საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა არ დააკმაყოფილეს.