17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ქუთაისში სოციალურ საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში სოციალურ საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთახში ხშირად თამაშობენ ბავშვები და დაზიანებას შემთხვევით გადაურჩნენ. მათ შენობიდან გაყვანის საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიას უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

No photo description available.ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურ საცხოვრებელში ჭერი პირველ სართულზე, ე.წ. სათავსო ოთახში ღამის 12 საათზე ჩამოინგრა. მათივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურისა და ა(ა)იპ სპეცსერვისების წარმომადგენლები. ტერიტორია ჩამონგრეული სამშენებლო მასალებისგან უკვე გასუფთავდა.

ქუთაისში სოციალური საცხოვრებელი ორი წლის წინ მოეწყო. შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

დღის ამბები