17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში - მამუკა ხაზარაძე

მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში - მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან პროკურატურას საბჭოთა პროკურატურა უწოდა. 

მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. 

„მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს აღარ არის პროკურატურა, ამაში ბევრი შტო არის. მე ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და ეს არის ამ ორკესტრის გაგრძელება, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს.

დღევანდელი ბრიფინგი არის გამეორება ზუსტად იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ, 8% დააგდეს TBC ბანკის აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები.

ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. მაგათ ჰგონიათ ხაზარაძე და ჯაფარიძე დააზიანეს, რომლებიც არიან მინორიტარი აქციონერები? ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ აქ უსაფრთხოდ არ ხართ, ვიღაც ბიუროკრატ პროკურორს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის, რომელსაც ძალიან სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. ჩვენ თავიდან აგვირჩია 105-მა მსოფლიოს წამყვანმა აქციონერმა 98%-თ, რამაც დაამტკიცა, რომ ამ შენობას კანონთან კავშირი არ აქვს, ეს გააკეთეს მას შემდეგ, რაც შეისწავლეს გასული 15 წლის საქმიანობა.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს ზიანი. არცერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესი იმიტომ, რომ ყველა ზღვარს და ფიცს გადავიდნენ მათი ორპირი დამოკიდებულებით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, ანაკლია აუცილებლად აშენდება. ეს ზღაპრების, მინისტრების, რომელიც ვერ ერკვევა ცემენტი, როგორ გაარჩიოს ბეტონისგან უნდა დამთავრდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.    

 

ამავე თემაზე
დღის ამბები