17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრების თაობაზე, არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს - ხაზარაძის ადვოკატი

მუხლი, რომელიც დარჩა ფულის გათეთრებაა და არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან ამ საქმეს არ აქვს - ამბობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე. 

ცოტა ხნის წინ ადვოკატი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა. ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა. ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ კი ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ბრალდება, რომელიც წერია და რომელიც განმარტებულია, პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის, დაცინვაა. 

მისი თქმით, დადგენილებაში წერია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC ბანკის ფული გაათეთრეს.  

"ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრების თაობაზე, არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს. ეს არის პროკურატურის დაცინვა. სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს TBC ბანკის ფული ეს პირველი-მეორე კურსის პროგრამაა სტუდენტებისთვის, ამას ვინც ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის.

მტკიცებულებებზე არ ვსაუბრობ ჯერ, მუხლი, რომელიც დარჩა, ეს არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს," - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

დღის ამბები