ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ერთმანეთს ნაზი ჯანეზაშვილი და საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს, გოგიტა თოთოსიშვილისთვის ჯანეზაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა. არამოსამართლე წევრის შეკითხვა სახალხო დამცველის ანგარიშს ეხებოდა. კერძოდ, ომბუდსმენმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 50-კაციანი სიის შერჩევის დროს საბჭოს ათი წევრის ანკეტა აბსოლუტურად იდენტური იყო.
საკითხს ჯანეზაშვილსა და მეთოფიშვილის შორის პროცედურული კამათი მოჰყვა. ჯანეზაშვილმა სხდომის თავმჯდომარეს, დიმიტრი გვრიტიშვილს რამდენჯერმე მიმართა და სხდომაზე წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ასევე, მან გვრიტიშვილი არალეგიტიმურ თავმჯდომარედ მოიხსენია.
„თქვენ დესპოტი არ ხართ, აქ რომ ხალხს ღიმილი უკონტროლოთ,“- შენიშნა გვრიტიშვილმა.
გოგიტა თოთოსაშვილის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კიდევ ორ მოსამართლეებს, ალექსანდრე იაშვილს და ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.