27 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
როგორ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი - პირველი კადრები

როგორ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი - პირველი კადრები „კურიერმა“ მოიპოვა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი სამართალდამცველებმა დიღომში, ფერაძის ქუჩაზე აიყვანეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი „რუსთავი 2-დან“ ბრუნდებოდა. ის გადაცემა „ვანოს შოუში“ იმყოფებოდა. ის მისი თანაგუნდელის, კოტე კემულარიას სახლში მიდიოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

კადრებში ჩანს, რომ დაკავების სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ვალერი თელია ხელმძღვანელობს.

დაკავების დროს ირაკლი ოქრუაშვილს ეკეთა სამკერდე ნიშანი „რუსთავი 2 ჩემია“.

დღის ამბები