„აი, ვისია „რუსთავი 2“ - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავების წინ "რუსთავი 2-ში" გააკეთა.
ის გადაცემა "ვანოს შოუში" სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც წასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა აიყვანეს. გადაცემა ეთერში ხვალ უნდა გავიდეს.
შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.