„ომეგა ჯგუფის“ საქმე - სტოკჰოლმის მეორე საგანგებო არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელი ადვოკატი, კოლინ გიბსონი, განმარტებას ავრცელებს. გიბსონის განცხადებაში ნათქვამია:
„პირველმა საგანგებო არბიტრაჟმა გასცა შემაკავებელი ბრძანება, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბატონი ოქუაშვილის აქტივების მიმართ საფრთხის შემცველი ქმედებები. მორე საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ დამატებითი შემაკავებელი ღონისძიებების დაუყონებლივი საჭიროება არ არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფოების მხრიდან ამგვარ ნაბიჯებს ამჯერად არა აქვს ადგილი. თუმცა, მან გარკვევით აღნიშნა, რომ ნებისმიერი საფრთხისშემცველი ქმედების შემთხვევაში, ბატონი ოქუაშვილისათვის ღია იქნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით დაუყონებლივ მიმართოს სრულ ტრიბუნალს. თუკი იქნება ხელისუფლების მცდელობა, რომ ხელჰყოს ბატონი ოქუაშვილის ქონება, ეს ცალსახად გააძლიერებს მის საარბიტრაჟო სარჩელს.“