17 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ტრაგედია ლენტეხის რაიონში - სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია

ერთი გარდაცვლილი და 2 მოწამლული - ლენტეხის რაიონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ტრაგედია დატრიალდა.

76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


დღის ამბები