17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ხმაურის ფონზე აგრძელებს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ხმაურის ფონზე აგრძელებს. დაპირისპირების ეპიცენტრში კი, ტრადიციულად საბჭოს არამოსამართლე წევრები იყვნენ.  

ნაზი ჯანეზაშვილის მიერ კანდიდატებისთვის დასმული შეკითხვები საბჭოს მოსამართლე წევრებმა საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით დაკითხვას შეადარეს.

უთანხმოების მიზეზი ძირითადად ისეთი კითხვები იყო, რომლებიც სასამართლოში გავლენების არსებობას და ე.წ. კლანურ მმართველობას შეეხებოდა.

გასაუბრება დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორმა კანდიდატმა, ორმა მოქმედმა მოსამართლემ, მერაბ ლომიძემ და გენადი მაკარიძემ გაიარეს.

„გასაუბრების პროცესი ასეთ ადამიანებთან, რომელზეც ფსონი არ ჩანს რომ არის დადებული, არის დაბალი ხარისხის. თვითონ საბჭოს წევრების დამოკიდებულებაც, მზაობაც, მობილიზებაც არის სრულიად განსხვავებული და აბსოლუტურად განსხვავებული იყო მაგალითად იგივე თამარ ალანიასთან, გაბინაშვილთან და სხვა კანდიდატებთან. ბევრი ადამიანი ამ სიაში არის ე.წ. შეიძლება ითქვას უბრალოდ მასა, იმის გამო რომ მათ შექმნან ერთგვარი პროცესი და სინამდვილეში ამას საერთო არაფერი არ ჰქონდეს კონკურსთან,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

დღის ამბები