17 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"რუსთავი2"-ის დაპირებული წილები - აქიმიძე და დვალი ხალვაშის შეთავაზებას დღეს მოისმენენ 

ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების შეხვედრა - დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა, შეასრულებს თუ არა სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი დადებულ პირობას, რომლის მიხედვითაც ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს კომპანიის წილები უნდა გადასცეს.

აუდიენცია ჯერ კიდევ გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო. შეხვედრის კონკრეტული დრო და ადგილი უცნობია. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მას და დავით დვალს ამ შეხვედრაზე არანაირი პირობა არ ექნებათ და ისინი მხოლოდ ხალვაშის პოზიციას მოისმენენ.

„დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ჩვენი მხრიდან პირობა დაყენებული არ იქნება, ჩვენ პირველ რიგში მოვუსმენთ, ჩვენი ახლანდელი მეპატრონის შემოთავაზებას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ ამ ტელევიზიაში თუ არ გვექნება გარკვეული ბერკეტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ტელევიზია რეალურად იყოს ტელევიზია და ისეთი,როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია „რუსთავი2“ . რუსთავი2 უნდა იყოს დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია,“-ამბობს ჯარჯი აქიმიძე.

დღის ამბები