TBC ბანკის გაკოტრების მცდელობა - სავარაუდოდ, პირველი ინსტიტუცია, სადაც ამ მიზნით მოქმედება დაუკვეთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
პროფესორებისთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი ხელმძღვანელების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტმა TBC ბანკთან თანამშრომლობის ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. ამიერიდან თანამშრომლებს ხელფასები საქართველოს ბანკში ჩაერიცხებათ. პროფესორების ნაწილი ეჭვობს, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან.
“რა საფუძველი უნდა არსებობდეს თუ არა პოლიტიკური, ასეთ დროს ასეთი ცვლილებისა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მოცემულ შემთხვევაში ასრულებს თხოვნას დავალებას. ასეთი საჩქარო წესით ასეთი გადაწყვეტილება სხვა დასკვნის საშუალებას არ გაძლევს,“-ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კი განმარტავს, რომ ბანკის ცვლილება კავშირში არ არის TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან.
მათი განცხადებით, ”საქართველოს ბანკზე” არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი პირობების გამო მიიღეს.