17 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
რეგიონებში შევარდნაძის დროს რომ მექრთამეობა იყო ისეთი დაბრუნდა - ოპოზიცია ყოფილი გუბერნატორის ჯარიმით გათავისუფლებას აპროტესტებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი განმარტებებს არ აკეთებს. ოპოზიცია კი, რომელმაც შონიას საქმიანობისა და სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, აცხადებს, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ დანაშაულს ეხება და სასჯელის სახით მხოლოდ ფულადი ჯარიმა საკმარისი არ არის.

„დანაშაული სახეზეა, ყველამ მოვისმინეთ თუ როგორ ხდებოდა ეს მანიპულაციები ქრთამთან დაკავშირებით და ეს ადამიანი მაინც არ არის ციხეში და არ გამიკვირდება, თუ რაღაც პერიოდის შემდეგ რომელიმე თანამდებობაზე ისევ ვიხილოთ, მინისტრის მოადგილედ ან ისევ გუბერნატორად,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არსებულ ვითარებას შევარდნაძის დროს ადარებს. გიორგი კანდელაკის თქმით, შონია მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ გამოუვალი მდგომარეობა დადგა.

„შევარდნაძის დროს რომ იყო აღვირახსნილი მექრთამეობა რეგიონებში , აი ასეთი მექრთამეობა და კორუფცია ნელ ნელა მაგრამ მყარად დაბრუნდა და ბატონი სონია იმიტომ დაიჭირეს, რომ გამოუვალი მდგომაროება იყო მათთვის და ფაქტზე იყო წასწრებული, როცა 10 ათასი დოლარი, ანუ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი აიღო,“-ამბობს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები