ბათუმში, სამშენებლო მოედანზე დაზარალებულებიდან ამ დრომდე საავადმყოფოში ერთი ქალბატონი რჩება. მას ძვლების მოტეხილობის გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
„ქალბატონი, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია წვივის მოტეხილობების გამო, რჩება ქირურგიულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მეორე პაციენტი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში იყო ზოგადი დაჟეჟილობების გამო, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაეწერება კლინიკიდან და გაეწერა გუშინ ორი პაციენტი, რომელთაც მხოლოდ ექიმთა მეთვალყურეობა დასჭირდათ,“-განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
მშენებარე კორპუსში, ლიფტი სიმაღლიდან მგზავრებიანად გუშინ ჩამოვარდა. შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა.