17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გადაიხედოს სახელმწიფო უწყებების მიერ მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია - მედიასაშუალებები განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ჩააბარებენ

საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მედია საშუალების ერთობლივ მიმართვას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი მთავრობის კანცელარიას დღეს ჩააბარებს.

მოთხოვნა, რომელსაც „რუსთავი 2“-იც უერთდება ერთია: გაუქმდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მოულოდნელად მთავრობაში ინიშნება ბრიფინგი, მედიას კი წინასწარ არ აწვდიან ამ ბრიფინგის შესახებ დამატებით ინფორმაციას.

რადგან უნდა აეწყოს საინფორმაციო ბადე, მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ. მედია საშუალებები მოითხოვენ, გადაიხედოს სახელმწიფო უწყებების მიერ მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია.  

დღის ამბები