აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გარეჯის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაიზარდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა მათ მიერ გადაღებული ფოტო მასალა გამოაქვეყნეს, სადაც კარგად ჩანს დღევანდელი და რამდენიმე თვის წინ არსებული ვითარება.
სამხედრო კარვების რაოდენობა გასამმაგებულია, ეს ბანაკი პირდაპირ აღდგომის ტაძრის ძირშია მოწყობილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეაგირებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ვითარება ადგილზე დაძაბულია,რადგან ამ დრომდე ტაძრამდე მისასვლელი გზა ბლოკირებულია.
„დაამატეს. თავიდან ერთი კარავი ჰქონდათ გაშლილი 20 კაციანი. ინციდენტის მერე ერთი 30 კაცზე მეტი დააყენეს. პატრულირებენ იმ გორაზე ჩვენებიც და ისინიც აღდგომის ტაძართან. დაკეტილი აქვთ. ჩვენებს არავის არ უშვებენ,“-ამბობს მამა ზვიადი.