ტრაგედია თუშეთში - ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. მას შემდეგ, რაც გუშინ მაშველებმა ხევში გადაჩეხილი ავტომობილი ამოიყვანეს და ლევან შაბალაიძის ცხედარი ვერ ნახეს, გამყარდა ვერსია, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარის დინებამ წაიღო.
ტრაგედია თუშეთში ოთხი დღის წინ დატრიალდა. ხევში 200 მეტრის სიმაღლიდან მგზავრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადავარდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.