17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
82 წელი ყველაზე მასშტაბური საბჭოთა რეპრესიებიდან - დახვრეტილი და გადასახლებული ადამიანების სია წაიკითხეს

82 წელი ყველაზე მასშტაბური საბჭოთა რეპრესიებიდან - თარიღის აღსანიშნავად და მოვლენების გასახსენებლად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, დახვრეტილი და გადასახლებული ადამიანების სია წაიკითხეს. ღონისძიება ცკას ყოფილი სახლის სადარბაზოში, ინგოროყვას 22 ნომერში ჩატარდა.

1937 წლის 30 ივლისს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისიამ ე.წ. "ტროიკას" შექმნის ბრძანება გასცა. სამეული სასამართლო პროცედურების გარეშე, დაახლოებით, 3 წუთში ათასობით ადამიანის ბედს წყვეტდა. ამ პერიოდში დაიწყო ე.წ. "კულაკური ოპერაციაც" , მასშტაბური გადასახლებები.

„ეს არის შეხსენება წარსულის, რომ ეს არის რეპრესიები, თუ არ ვილაპარაკეთ და არ გავიაზრეთ, არის პერმანენტული, ის ყოველთვის მეორდება. აქედან გამომდინარე, შეხსენება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგოთ, რა შედეგები მოჰყვება რეპრესიებს. რეპრესიები არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, ეს არის ხანგრძლივი, განგრძობადი რეზულტატი, რომელსაც შემდგომში საზოგადოება იმკის,“- განაცხადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, დავით ჯიშკარიანმა.

დღის ამბები