17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2" იყოს უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია - დავით დვალი

"რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა არხის დამფუძნებლებსა და ახალ მფლობელს შორის გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იყო. ამის შესახებ განცხადება დავით დვალმა გააკეთა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2" დარჩეს კრიტიკული.

„ჩვენ გავცვალეთ იდეები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ "რუსთავი 2" იყოს უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია და იყოს ფლაგმანი თავისუფალი ტელევიზიისა.

ქიბარი უდგება ამას, როგორც მეწარმე და ძალიან ღელავს "რუსთავი 2-ის" ფინანსურ მდგომარეობაზე და მისთვის პირველადი ეს არის ამ წუთას, რომ კრიზისიდან გამოიყვანოს ტელევიზია,“ - განაცხადა დავით დვალმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქიბარ ხალვაშმა დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა არხის 40%-იანი წილი, თუმცა შეხვედრის შემდეგ მანვე აღნიშნა, რომ ამ წინადადებით "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ.

რაც შეეხება დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ამ უკანასკნელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. დვალმა კი განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები