17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"ქართული ოცნების" 41 სირცხვილი" - აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების შეცდომები დაასახელეს

"ქართული ოცნების" 41 სირცხვილი" - აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების შეცდომები დაასახელეს. მათ რუსთაველის გამზირზე ბანერები მიიტანეს, სადაც "ოცნების" 41 შეცდომაა ჩამოწერილი.

აქციის მონაწილეები პროტესტს უკვე 41-ე დღეა, აგრძელებენ. ისინი 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

„დღეს არის ჩვენი მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტის 41-ე დღე. გადავწყვიტეთ, რომ ეს თარიღი იქნებოდა სიმბოლური, რადგან სწორედ ეს რიცხვი არის 41, რითიც "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის, როგორც 2012 წელს იყრიდა კენჭს, ასევე 2016 წელს, როდესაც პარლამენტში უმრავლესობისთვის იბრძოდნენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ 41 ცოდვა, 41 ყველაზე დიდი კრახი "ქართული ოცნების" ხელისუფლების, დღეს წარმოგვეჩინა სააშკარაოდ. აქ წარმოდგენილი გვაქვს პლაკატებზე ყველაფერი აბსოლუტურად. ია კერზაიას საქმიდან დაწყებული, მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის საქმით დამთავრებული, 17 მაისის თემა, 13 ივნისის თემა. აბსოლუტურად ყველაფერი, რაშიც "ქართულმა ოცნებამ" დაგვანახა, რომ ან ისინი არიან აშკარად პრორუსული ხელისუფლება ან უბრალოდ ვერ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მიმართ დგას,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის სტუმარი ლევან ბერძენიშვილია, რომელიც გარკვეული პერიოდი თავად იყო "ქართული ოცნების" კოალიციაში, ახლა კი საუბრობს იმ მანკიერ მხარეებზე, რომელიც ამ პარტიას აქვს. 

 

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე

 

დღის ამბები