17 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ხვალიდან საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება - კალაძე

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ხვალიდან საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კახა კალაძის განმარტებით, ადგილზე იმუშავებენ სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას გაუწევენ.

"გვაქვს კონკრეტული ქუჩები, ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და მიმდებარე ქუჩები, სადაც ხვალიდან  საპილოტედ განვახორციელებთ ამ პროექტს. ამ პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის თანამშრომლები იმუშავებენ ზონალური პარკირების არეალში და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ. 

მძღოლები დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ საპარკინგე სივრცეებში, არამედ სწრაფი გადახდის აპარატებთანაც. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ უკვე შესაძლებელია ყველა სმარტფონისთვის ჩამოტვირთოთ სპეციალური აპლიკაცია, შესაძლებელია ამ აპლიკაციის საშუალებით მოხდეს გადახდა," - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები