გარემოვაჭრეებისთვის პროდუქტის გასაყიდად სპეციალური დახლები მოეწყობა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, 10 აგვისტოდან კონკრეტულ ადგილებზე მსურველები საკუთარი პროდუქტის გაყიდვას ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეძლებენ.
კალაძის თქმით, მოქალაქეებმა გარე ვაჭრობის უფლების მისაღებად გამგეობებს უნდა მიმართონ და რეგისტრაცია გაიარონ.
გარდა ამისა, როგორც ქალაქის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სექტემბრიდან წლის ბოლომდე თბილისში ყვითელი ავტობუსების ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება. კახა კალაძის თქმით, ქალაქში 220 ახალი ავტობუსი შემოვა.