ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კედელი ჩამოინგრა და მუშა ქვეშ მოიყოლა.
დაშავებული სამაშველო ეკიპაჟებმა ამოიყვანეს. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.