თბილისში, კუმისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშვლები მუშაობენ. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი გვერდით ეზოშიც გადავიდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.
„ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, სულ მთელი სახურავები და იმ ეზოშიც გადავიდა, კვამლი იყო, არაფერი არ ჩანდა. სახანძროებიც მალე მოვიდნენ და მალე გადაარჩინეს ხალხიც და კრიშაც. ევაკუაცია მოხდა. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.