17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
„ცეცხლის მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა" - კუმისის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე ადგილობრივები საუბრობენ

თბილისში, კუმისის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. დამწვარია ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაახლოებით, 200 კვ. ფართობი. 

ცეცხლი ერთ-ერთ ბოძზე დამონტაჟებულ ელექტროსადენებს გაუჩნდა. როგორც მოსახლეობა ყვება, თავდაპირველად, ადგილზე ნაპერწკლები გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი აალდა. 

საცხოვრებელი სახლიდან განხორციელდა, დაახლოებით, 15 ოჯახის ევაკუაცია და მათ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში 2 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. 

ნაპერწკლები გაჩნდა იმ ბალკონზე. გამოვიძახეთ სახანძრო, 10 წუთში მოვიდა, მაგრამ მანამდე იწვოდა მთელი სახურავი. ხანძრის მიზეზი გაყვანილობა გახდა, ელექტროენერგიის გაყვანილობა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ამ წუთებში ადგილზე ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენელი იმყოფება. ის მოსახლეობას ესაუბრება. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები