17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ლარის კურსის ვარდნა დაკავშირებულია უარყოფით მოლოდინებთან - ზოიძე

მმართველი გუნდი ლარის კურსის ვარდნას საზოგადოებაში არსებულ უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ყველამ დაიჯერა რომ ის სანქციები, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას ეხებოდა, ეკონომიკაზე გავლენას მოახდენდა.

ზოიძე ამბობს, რომ შექმნილია უფრო მეტი ნეგატიური მოლოდინი რაც ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს უშლის.

„დაკავშირებულია უარყოფით მოლოდინებთან და ამ უარყოფითი მოლოდინების გადაცემა ძალიან პირდაპირ მოხდა პირდაპირ კურსზე. რეალურად ყველამ დაიჯერა , რომ იმ სანქციების გამო ტურისტული ნაკადი შემცირების გამო ნამდვილად შესაძლებელია, რომ სერიოზული დარტყმა, ისედაც რა თქმა უნდა მიადგება ეკონომიკას, მაგრამ ამ დარტყმის და ამ შოკის შეფასება საზოგადოებაში, ინვესტორებში, ის ვინც მონაწილეობას ვალუტის კურსის დადგენის მომენტში გაცილებით უფრო მაღალი ნეგატიური ეფექტის მოლოდინია ვიდრე შესაძლოა ეს ეფექტი იყოს. სანქცია მოჰყვა 20-21 ივნისის მოვლენებს თუ ასე პირდაპირ კავშირს დავინახავთ, ასეთი კავშირი არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ძირითადი მიზეზი. ეს არის ბოლო დროინდელი ნეგატიური მოლოდინების საფუძველი,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები