დიტო ცინცაძის ”შინდისი” ოსკარისთვის იბრძოლებს. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი საქართველომ ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად შეარჩია. ფილმი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს ეხება და შინდისთან დაღუპული 17 სამხედროს ნამდვილი ამბის კინოეკრანიზაციას წარმოადგენს.
რეჟისორ დიტო ცინცაძის ნამუშევარი 12 კაციანმა სპეციალურმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით დაასახელა. ოსკარზე წარსადგენად წელს სულ 5 ქართული ფილმი იბრძოდა.