17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
წულუკიანი დიცში მცხოვრები ოჯახის წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრო ბერუაშვილებს უმტკიცებს, რომ წინაპრებისგან მიღებული ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის

ბერუაშვილების ოჯახი უკვე 4 წელია სახელმწიფოსთან სასამართლოში დავობს. პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და ამტკიცებს რომ ტერიტორია, რომელიც ბერუაშვილებს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგო, რუსეთს აქვს ოკუპირებული და მას ვერ დააკანონებს.

საუბარია ერთ ჰექტარ ფართობზე, რომელზეც ილია ბერუაშვილმა რუს ოკუპანტებს მავთულხლართების გავლების საშუალება არ მისცა და ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს ოფიციალურად გადაეცეს მიწა, რომელიც ოჯახს ეკუთვნის. პირველი და მეორე ინსტანცია დიცელმა გლეხმა მოიგო. 

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე კიდევ ერთი კონკრეტული ფაქტი მიანიშნებს. ოჯახი, რომელმაც იდენტიფიცირება არ ისურვა, "კურიერს" უყვება რომ მათ ნაკვეთზე, რომელიც ნამდვილად ოკუპირებულია და მავთულხლართების მიღმა მოექცა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საურავს ყოველთვე აკისრებს. თანხამ უკვე რამდენიმე ათასს მიაღწია. ოჯახს ფულის გადახდას იმ მიწაში სთხოვენ, რომლითაც ვერ სარგებლობს. 

დღის ამბები