17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მითვისებული მილიონობით ლარი ჭიდაობის ფედერაციაში - IDFI სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

ფინანსური დარღვევები ჭიდაობის ფედერაციაში. IDFI -ის კვლევის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან მილიონი ლარის ბედი გაურკვეველია. კვლევითი ორგანიზაცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ინტერესთა კონფლიქტზე მანიშნებს. ამ დასკვნაზე პასუხის გასაცემად ფედერაციის მაღალჩინოსნებს კვირაზე მეტი დასჭირდათ. ფედერაცია არ ეთანხმება დასკვნას და უფრო მეტიც, ეჭვი შეაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტების კვალიფიკაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში ყველაზე დიდ დარღვევად ერთ-ერთი სპორტსმენის საქმეს მიიჩნევენ. მან ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ აკრძალული პრეპარატები ჰქონდა მიღებული. მედალი ჩამოართვეს, თუმცა მთავრობისგან დიდი თანხა მაინც მიიღო. ამ საკითხს ჭიდაობის ფედერაციაში კატეგორიულად უარყოფდნენ, მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტიც არსებობს. საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტომ ფედერაციას საეჭვო სინჯის შესახებ ოფიციალურად მიმართა.

IDFI -ის ეკონომიკის პოლიტიკის ხელმძღვანელი თვლის, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობით აუდიტის სამსახური უბრალოდ ვალდებულია დაინტერესდეს.

დღის ამბები