პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო პანიკის საფუძველს ვერ ხედავს.
ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ბანკს ლარის დასასტაბილურებლად საკმარისი ბერკეტი გააჩნია. მისი თქმით, ამ საკითხის დარეგულირებას მთავრობა და მთავარი საფინანსო უწყება ერთობლივად უზრუნველყოფს.
„მონეტარულ ხელისუფლებას ხელთ აქვთ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნას სექტორში. მთავრობის და მონეტარული ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის რეზულტატია სტაბილურობის შენარჩუნება ფინანსურ სექტორში,“- განაცხადა კოვზანაძემ.