17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი შესაძლოა, აზერბაიჯანულ მხარეს გადასცენ

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი გლდანის ციხეს 20 აგვისტოს დატოვებს. დაკავებულის ადვოკატების განცხადებით, ფარნალ ჯეირანლს აზერბაიჯანული მხარე წითელი ცირკულარით ეძებს, რაც საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე მისი ხელახლა დაკავების საბაბი გახდება. ჯეირანლის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ქართული მხარე კლინიკის დირექტორის აზერბაიჯანისთვის გადასაცემ საექსტრადიციო პროცედურების დაწყებას გეგმავს.

ადვოკატის განმარტებით, ამ საქმეში საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ინტერესი დევს. გელა ნიკოლეიშვილი ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენის საკუთრების მიტაცებით არის დაინტერესებული.

„ამ შემთხვევაში დაემთხვა აზერბაიჯანის მხარის და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანს თავისი პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს, საქართველოში არიან ძალები და ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც, როგორც თვითონ ამბობს, რომლებიც დაინტერესებული არიან სწორედ აი, ამ საავადმყოფოს მითვისებით. მე ვიცი, მქონია კონტაქტები ვიღაცებთან ან პიროვნებებთან მაღალი ეშელონებიდან, რომლებიც არიან კვირიკაშვილთან დაახლოებული პირები და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ინტერესი „ლანცეტის“ ხელში ჩაგდების მოდის კვირიკაშვილისგან. აი, ეს არის მისი ნათქვამი," - განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა. 

დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ ფარნალ ჯეირანლი პოლიტპატიმარია და ამის დასადასტურებლად არგუმენტები მოჰყავს.

„დარწმუნებულები ვართ 100 პროცენტით, რომ პოლიტპატიმარია იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაიწყო ამ კაცის ექსტრადიციაზე საუბარი და დაიწყო ამ კაცის ბრალდებების შეთითხვნა აზერბაიჯანში. იქამდე არავის მსგავსი რამ არ უთქვამს. გარანტირებული ჰქონდათ, რომ ეს კაცი 6 წელი უნდა ყოფილიყო ციხეში,“- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები