17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ივანიშვილმა უკან დაიხია - შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ოლიგარქის წინააღმდეგ ოზურგეთის მერიაში სარჩელი შეაქვთ

შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოზურგეთის მერიაში სარჩელი შეაქვთ - ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელში აქციის მონაწილეებმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ივანიშვილმა უკან დაიხია და 300 მეტრის სიგრძის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული გზა, რომელიც მას დღემდე უკანონოდ ჰქონდა მითვისებული გაათავისუფლა.

ივანიშვილმა გახსნა ე.წ. შლაგბაუმები და ახლა იქ ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილი ამ გზის მითვისებაში ორი დღის წინ ამხილეს. მათი თქმით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ 300 მეტრის სიგრძის გზა ივანიშვილს დღემდე უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. ექსპრემიერმა დოკუმენტაციის წარდგენიდან მესამე დღეს გზა გახსნა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მალე ივანიშვილს უკანონოდ მიტაცებულ ქვეყანასაც დაათმობინებენ. მათი აზრით, ივანიშვილი, რომელსაც წლობით უკანონოდ ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა მითვისებული, უნდა დაისაჯოს.

დღის ამბები