გახარია, წადი! - რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. აქციის მონაწილეები 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ გიორგი გახარია პოსტს არ დატოვებს.
პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში გადაცემა "სირცხვილია" მიმდინარეობს. გადაცემის სტუმრები ნიკა გვარამია, რატი ამაღლობელი და დეა მეტრეველი არიან.