საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა გვარამიას გამოკითხვა ორ საათია მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა.
ნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზიდან რამდენიმე წუთით გამოვიდა. მისი განცხადებით, გამოკითხვა ნორმალურ რეჯიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება მის დაკავებას, გვარამია ამბობს, რომ ამას ვერც მოსამართლე და ვერც პროკურორი ვერ გადაწყვეტს.
„კითხვები იყო ჩვენს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც არ ეხება ჩემს კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური. რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა განვმარტე. შთაბეჭდილება პროკურორებისგან და მოსამართლეებისგან ნორმალურია. დამაკავებენ თუ არა, მათზე არაა დამოკიდებული. ვერ ექნებათ მტკიცებულებები, აქვთ დოკუმენტები ამოღებული ინტერმედიიდან. ჩემი ფარული საუბარი აქვთ ადვოკატთან.
„ეს არის ჩვეულებრივი სამეწარმეო ბიზნეს პროცესი და შეუძლებელია მიზანმიმართულობა დაინახო, რომ ჩვენ ვაზიანებდით "რუსთავი2"-ს.
კიდევ ერთი - ვალების დაგროვება და გადასახადებზე უარის თქმა - ჩემი ამოცანა იყო,რომ "რუსთავი2"-ს ეფუნქციონირა, ამიტომ მე ვაკეთებდი ყველაფერს.
დღეს რომ ვიცოდეთ, "რუსთავი2"-ში არის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე მე დამხვდა,"-ამბობს ნიკა გვარამია.