17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
გლდანის განახლებული პარკი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გლდანის განახლებული პარკი გახსნეს. პარკის გახსნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო საბავშვო პროგრამა და საზეიმო კონცერტი, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტირდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის - სკეიტ პარკისა და ე.წ. ლოკოკინას კედლები; შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი, გასწორდა და დაემატა ახალი ჭები; მოეწყო ველობილიკი; 

დღის ამბები