აქცია ონლაინკაზინოების პროვაიდერ კომპანიასთან - "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლების პროტესტი არ წყდება. ისინი მეხუთე დღეა, გაფიცვას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. გუშინ გვიან ღამით აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა შეუძლოდ გახდა.
„ერთი გოგონა შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. არც გამოხმაურებაა ამ ეტაპზე დამსაქმებლის მხრიდან. ამ ადამიანების განწყობაა, რომ ესენი დარჩებიან აქ მანამ, სანამ არ იქნება მათი შრომითი უფლებები დაცული და არცერთი მათგანი არ აპირებს შიგნით შესვლას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და უკანონოდ გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.