სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით, თბილისი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სამედიცინო კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. Treat in Georgia-ს ფარგლებში, მასშტაბური ინფოტური გაიმართა.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქართული სამედიცინო დაწესებულებები, გაცნობოდნენ სერვისებს და პირადად ექიმებისგან მოესმინათ ქართული მედიცინის შესაძლებლობები.
პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი, პაატა რატიანი ესწრებოდნენ.