17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ლარის უპრეცედენტო გაუფასურება - ხადურის უწყება იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელების განცხადებებით დაინტერესდა, ვინც ფასების მატებაზე საუბრობდა

კონკურენციის სააგენტო კომპანიებისა და ასოციაციების განცხადებებით დაინტერესდა. სააგენტო განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტების ფასების მოსალოდნელ მატებაზე საუბრობდნენ.

უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა და აკრძალვა.

შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს.

დღის ამბები