აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობას ზეიმობენ. მონაწილეები კურორტ ბეშუმში არიან შეკრებილები. ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება. მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად მთელი წლის სამყოფ რძის პროდუქტებს ამზადებენ.
დღესასწაულზე მათ ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან. ბეშუმში პრემიერს ელოდებიან.