17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ცერებრალური დამბლით დაავადებული 19 წლის მოზარდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, მათი 19 წლის შვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას და არასწორად განვითარების გამო სხეულმა დეფორმაცია მიიღო.  

დეფორმაციის გამო მოზარდს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია კი თურქეთშია დაგეგმილი, მაგრამ ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების სახით 14 100 ლარი მიიღეს, თუმცა ოპერაციას 25 000 დოლარი სჭირდება.

მოზარდის დედა აცხადებს, რომ მათ თანხის შესაგროვებლად ორი კვირა დარჩათ, რის შემდეგაც დაფინანსებას ვადა გადის. ოჯახში ორი არასრულწლოვანია, და მათ არ აქვთ სოციალური დახმარება, ბინა კი იპოთეკითაა დატვირთული.

„აქვს ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილები, ზოგჯერ ისეთი ტკივილები აქვს, რომ შეიძლება ეპილეფსიური გულყრა დაემართოს. ეკეტება მენჯის სახსარი, ცალი ფეხი ეკეტება მთლიანად ბავშვს. ამის გამო მივმართე ჯანდაცვას, ჯანდაცვაში გამოიყო ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დასკვნა დადო, რომ ბავშვი არის თურქეთში გადასაყვანი, რომელიც კლინიკაც მქონდა მე თვითონ მითითებული. ოპერაცია ჯდება 25 ათასი დოლარი“ - განაცხადა მოზარდის დედამ, ანჟელა კუხიანიძემ. 

 

 

 

დღის ამბები