17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
კონკურენციის სააგენტოს განცხადება - ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები კონკურენციის სააგენტოს განცხადებას ეხმაურებიან. ხადურის უწყება განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელ მატებაზე გააკეთეს განცხადებები.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.

კონკურენციის სააგენტოს განცხადებას დაშინების მცდელობად აფასებს  საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე. ივა ჭყონიას თქმით, ფასების ზრდასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებას ასოციაციებს შორს ადგილი არ ჰქონია და ცვლილებები ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.

"მგონია, რომ უფრო პოლიტიკური კონტექსტი ხომ არ ჰქონდა ამ განცხადებას რომ ამით  რაღაცა ყოფილიყო გარკვეულ წილად დაშინება. იმიტომ, რომ სხვა აზრი უბრალოდ მე ამ განცხადებიდან ვერ გამოვალ. მზად ვარ მათთან ღიად ვითანამშრომლო და ყველა ინფორმაცია რაც არის მივაწოდო თუ რატომ ხდება ფასების ზრდა. არანაირი რეგულაცია არ არსებობს. რაღაც ზღვარი რომ იყოს, დაწესებული რომ იყოს, რომ 20, 30 ან 50%-ზე ზევით არ აქვს უფლება ფასი გაზარდოს, ან ა.შ. ანუ არანაირი რეგულაცია არ არსებობს. რის გადაცდომაზეა საუბარი. თუ ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და თავისუფლად ოპერირებს რა ფასსაც უნდა ბიზნეს ოპერატორი დაადებს. მარტივია ხო, როდესაც ბიუჯეტი არის 2.63 დათვლილი , კომპანიები მაქსიმალურ ზღვარს რასაც იღებენ ეს არის 2 და 70. 2.70 -ის მერე ყოველი დევალვაცია ძალიან მტკივნეულად აისახება კომპანიებზე. და როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში როდესაც მყიდველობითი უნარიანობა საკმაოდ დავარდნილია, კომპანიებს ეხალისებათ ფასების ზრდა? პირიქით, პირდაპირ პროპორციულად როგორც უნდა გაიზარდოს, არ ზრდიან და ცდილობენ, რომ მინიმალურად გაზარდონ რათა კომპანიები შეინარჩუნონ,“

საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი კი, კონკურენციის სააგენტოს შეფასებას, სისულელეს უწოდებს.

„როცა კურსი დათვლილი გაქვს 2 და 60-ზე და 2 და 63-ზე და უცებ გიწევს 2 და 97-ზე ყიდვა, ამ დროს შენი პროდუქტის თვითღირებულება 80%-მდე იმპორტირებული საქონელია, რომელსაც ევროზე და დოლარზე ყიდულობ, სულ რომ გაყიდვაში არ გქონდეს და სულ რომ არ გინდოდეს წარმოების განვითარების მიზნით, რაღაც ორი კაპიკის მოგების ნახვა, გინდა თუ არ გინდა ფასის მომატებას ვერ გაექცევი. საქართველოში არის რამდენიმე ასეული  მეფრინველეობის საწარმო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ 500 მეპატრონე დაჯდეს და ფასების აწევა-დაწევაზე რაღაც შეთანხმება მიიღოს. ეს ხომ სისულელეა,"-განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა

  

ამავე თემაზე
დღის ამბები