ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.
პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი, შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, სიბრძნე, ღმერთმა ინებოს რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი. ღვთისა და სამშობლოს წინაშე“ - განაცხადა ილია მეორემ.