17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
აჭარაში მაშველებმა მამაკაცი დრონის საშუალებით გადაარჩინეს

აჭარაში მაშველებმა მამაკაცი დრონის საშუალებით გადაარჩინეს. 29 წლის ადგილობრივი მცხოვრები ზღვაში შტორმის დროს შევიდა და უკან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა. წყალში შესული მამაკაცი მოქალაქემ შენიშნა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო სამსახურს შეატყობინა.

გადარჩენის ოპერაციაში მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი ჩაერთო. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.

 

დღის ამბები