17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
უმოწყალოდ მოჭრილი ასწლოვანი ხეები - ამლევი-ორბეთის გზაზე უნიკალური ნარგავები გაჩეხილი ან გამხმარია

ასობით ხე გზის გაფართოების სამუშაოებს შეეწირა. ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის მოჭრილი ხეების გარდა, ტყისა და გზის გამყოფ ზოლზე, თითქმის, ყველა ხე დაზიანებულია. მუხისა და ცაცხვის ხეების უმეტესობა გამხმარი ან მოჭრილია, ან მიწიდან ფესვიანად ამოღებული. გაჩეხვას გადარჩენილი ხეების ნაწილი კი მძიმე სამუშაოების შედეგად დაზიანდა.

ტყის გაჩეხვასთან ერთად გზის გასაფართოებლად გარკვეულ მონაკვეთზე საჭირო გახდა კლდის მოჭრა და, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე არსებული ხეებიც მძიმე ტექნიკას ემსხვერპლა. სამუშაოებს აქ კომპანია ”ერტედე” ასრულებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მათ მარტში გაიმარჯვეს და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 4 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს. კომპანიის წარმომადგენელი "კურიერს" ადგილზე არ დახვდა.

ამლევი-ორბეთის გზაზე ხეების მოჭრის ნებართვას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში ცდილობდა, რასაც დოკუმენტით ადასტურებენ. მიმართეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, პასუხად კი მიიღეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ამ ტერიტორიაზე ნებართვის გაცემა მათი პრეროგატივა არ არის. 

დღის ამბები